უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ზურაბ ალასანია დაინიშნა

 უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ზურაბ ალასანია დანიშნა,- ამის შესახებ უკრაინის მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ალასანიას კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტს მედიასაზოგადოების წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომელთაც სამშაბათს, მთავრობის სხდომის წინ, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი შეხვდა. ზურაბ ალასანია ხარკოვის ინტერნეტგამოცემა „მედიაპორტის“ დამფუძნებელია და უკრაინულ „საზოგადოებრივ ტელევიზიასთან“ აქტიურად თანამშრომლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები