კობა კობალაძე ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მის დანიშვნას არ ადასტურებს

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალის, გენერალი კობა კობალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, არ ადასტურებს.
როგორც საკითხზე კომენტირებისას “კვირასთან” კობა კობალაძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“აღნიშნული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი”, – განუცხადა “კვირას” კობა კობალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ინიშნება.
ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები