ეკა ბესელია: კიბერდანაშაული უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა არ არის
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიას განცხადებით, კიბერდანაშაული უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა არ არის.
მისი თქმით, გუშინ მიიღეს პასუხი, რომ რეკომენდაციები და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზებისთვის უსაფრთხოების სამსახური მზად არის.
“კიბერდანაშაული ანუ ინტერნეტ სივრცე და ზოგადად სოციალური სივრცე კიბერდანაშაული ეს არ არის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა. თქვენ იცით კანონით, ეს სხვა უწყებების სფეროში მოექცა, მაგრამ ამ კუთხით ჩვენ გუშინაც მივიღეთ პასუხი, რომ გარკვეული რეკომენდაციები და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზებისთვის უსაფრთხოების სამსახური მზად არის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.