დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპანია „ბლაუენშტაინ ჯორჯია” სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ბლაუენშტაინი“ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად შეიძლება ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობამ და კერძო სექტორმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რაჭაში არსებული წარმოება, მოსახლეობისთვის განვითარების კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.
„ბლაუენშტაინ ჯორჯია“ არის ძალიან კარგი მაგალითი, ერთი მხრივ, სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის, და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის ცოდნის, გამოცდილების გაზიარების. მოდელი არის ალბათ ყველაზე მისაღები საქართველოსთვის იმიტომ, რომ ამ მოდელის მიხედვით კეთდება ცოდნის გაზიარება მცირე ფერმერულ მეურნეობებზე და, შესაბამისად, მეტი ადამიანიც საქმდება.
რეალურად ჩვენ რაჭაში უკვე გვაქვს 8 ფერმერული მეურნეობა და ეს არ არის ერთი ადამიანის საკუთრება. ეს არის ქართველის საკუთრება, რომელსაც მიწების გრძელვადიანი იჯარით აღების ყველა შესაძლებელობა აქვს. ეს კომპანია მათ აძლევს საქონელს და ასწავლის, როგორ მოუაროს საქონელს. ჩვენ გვაქვს შედეგი, რომელიც ვრცელდება მოსახლეობაზე, გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები