„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის უფროსად გოჩაშვილი დაინიშნა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ანა გოჩაშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ თავად ანა გოჩაშვილმა დაუდასტურა.
ანა გოჩაშვილი 2012 წლიდან დღემდე პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში მუშაობდა.