თამარ ბაგრატიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მონაწილეობა მიიღო
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მონაწილეობა მიიღო. სააგენტოს უფროსმა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მხარეები, სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვაზე და სისტემატური კვლევების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.