დღეს თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

საქართველოს დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ფილიპ ჰამონდი საქართველოს პრემიერ – მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, ის პირისპირ გაესაუბრება პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაიმართება. ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები