ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილებზე გაეცნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ, როძევიჩის ქუჩაზე მდებარე მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
,,რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია სკოლაში კალათბურთის, მაგიდის ტენისის, ტაეკვანდოს დარბაზების განახლება, მოწესრიგდება შენობის ფასადი, სახურავი, ეზო. 2 694 751 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.
ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე ერთდროულად 7 ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო საფარის რეაბილიტაცია, რაზეც, ჯამში 6 323 348 ლარი დაიხარჯება.
ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ბორდიური, ეზოებთან მისასვლელები, განთავსდება საგზაო ნიშნები. ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2 601 000 ლარის ღირებულებისაა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები