მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის აშშ-ის ინტერესებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.

„საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულებია, აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ამერიკულ ინტერესებს სხვადასხვა რეგიონში, როდესაც მაგალითად, ნატოსთან ერთად იყვნენ საქართველოს სამხედროები იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპერაციასა და მისიაში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები