ბენიამინ ნეთანიაჰუ – “ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება”

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი დაიღუპა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოების უსაფრთხოება გაძლიერდება.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოკირებულია ანტისემიტური მკვლელობით.

“ჩვენ ანტისემიტიზმისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ველური წაქეზების საშინელი ფასის მომსწრენი ვართ. ისრაელის წინააღმდეგ სისხლიანი ცილისწამება სიცოცხლის ფასად გვიჯდება და მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ.

გული მტკივა ახალგაზრდა წყვილის გამო, რომელთა სიცოცხლეც საზიზღარმა ანტისემიტმა მკვლელმა შეიწირა. მე გავეცი ბრძანება, გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ისრაელის დიპლომატიურ მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები