საქართველოს დელეგაცია ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობას მიიღებს

ვაშინგტონში 31 მარტს – 1 აპრილს (კოლუმბიის ოლქი, ამერიკის შეერთებული შტატები) ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გაიმართება. საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მსოფლიო ლიდერებს. ასევე საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სამიტის მონაწილე სახელმწიფო ლიდერებთან და კვლევით ორგანიზაციებთან. იგეგმება, ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შედეგად სახელმწიფოთა ლიდერები მიიღებენ კომუნიკეს, სადაც აღინიშნება ბირთვული უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით დამდგარი პროგრესი და ის საქმიანობა, რომელიც უნდა განხორციელდეს ბირთვული ტერორიზმის პრევენციისათვის. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელიც მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მაღალგამდიდრებული ურანის გამოყენების შემცირებას, ბირთვული მასალით უკანონო ვაჭრობის აღკვეთას და შედეგად, ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები