ზაქარია ქუცნაშვილი სუს-ის ანგარიშზე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი ანგარიში
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა, დადებითად აფასებს.
როგორც ქუცნაშვილმა “კვირას“ განუცხადა, მას აქვს მოლიდინი, რომ სუს-ის ანგარიში, რომელიც ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა უნდა წარადგინოს, კიდევ უფრო ინფორმაციული იქნება.
“იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო აღნიშნული სამსახურის პირველი ანგარიში, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო. მე ველოდები, რომ ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე ხვალ უნდა წარადგინოს კიდევ უფრო საინტერესო და ინფორმაციული იქნება“, – განუცხადა “კვირას“ ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სუს-ის ანგარიში პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ მოისმენენ. ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.