ირაკლი სესიაშვილი: ევროპარლამენტში „სახალხო პარტია“, მათ შორის ჯოზეფ დაული, სრულად დაგვიჭერს მხარს

ეჭვი არ მეპარება, რომ ის მზაკვრული გეგმა და მავნებლობა, რაც ჯოზეფ დაულის განცხადებაში გამოიხატა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელითაა გაკეთებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქმედების მიზანი არის ის, რომ ხელისუფლება და “ქართული ოცნება” დაუპირისპირდეს „ევროპის სახალხო პარტიას“.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ის მზაკვრული გეგმა და მავნებლობა, რაც ჯოზეფ დაულის განცხადებაში გამოიხატა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელითაა გაკეთებული. თუმცა ამას აქვს რამდენიმე მიზანი, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ხელისუფლება და “ქართული ოცნება” დაუპირისპირდეს „ევროპის სახალხო პარტიას“, რაც ნამდვილად არ მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტში „სახალხო პარტია“, მათ შორის ჯოზეფ დაული სრულად დაგვიჭერს მხარს და ჩვენი ქვეყანა მიიღებს ვიზალიბერალიზაციას განსაზღვრულ დროში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები