აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს ანახლებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსოფლიოში ამერიკელების მიმართ ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა გაიზარდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკელებზე თავდასხმები, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და აზიაში მოეწყოს. მათ შორის ტერაქტები, შესაძლოა, სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის დარტყმების შედეგად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები განახლდა პარიზში მომხდარი მოვლენების შემდეგ. ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები