ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი კონკურსის წესით შეირჩევა

ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი კონკურსის წესით შეირჩევა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა.
მისი თქმით, “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ღია და საჯაროა; მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო პირობებს.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან; განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი, 17:00 საათი;
კანდიდატებისთვის კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს (30 მარტს), 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.
სამინისტროს განცხადებით, კონკურსს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან: ლანა ღოღობერიძე – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ლევან კოღუაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ბაადურ წულაძე – მსახიობი, კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ზურა ინაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; მინდია ესაძე – ოპერატორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნატო მურვანიძე – მსახიობი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნინო (ნანა) ჯორჯაძე – რეჟისორი- საკონსულტაციო საბჭოს წევრი; თინა ყაჯრიშვილი – პროდიუსერი, კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; პაატა იაკაშვილი – კინომცოდნე – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნანა დოლიძე – კინომცოდნე – საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები