გედევან ფოფხაძე: მნიშვნელოვანია ის, რომ სუს-ის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში ხდება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენა მნიშვნელოვანია.
“თვითონ დოკუმენტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული კითხვები, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ცოცხალ ფორმატში გაჟღერდება, მერე უფრო მეტი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ანგარიშის წარმოდგენა ხდება პარლამენტში” , – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტს ანგარიშს დღეს წარუდგენს.