“აქამდე არანაირი პრაქტიკა არ ყოფილა, რომ სუს-ს პარლამენტისთვის წარედგინოს ანგარიში”
არანაირი პრაქტიკა საქართველოში იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტისთვის წარედგინოს ანგარიში, აქამდე არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
“აქამდე არ ყოფილა არანაირი პრაქტიკა საქართველოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტისთვის წარედგინოს ანგარიში. ეს სამსახური მთელ რიგ ისეთ საქმიანობას აწარმოებს, რომელიც ექცევა სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საინტერესოა, როგორ წარმოადგენს ამ სამსახურის უფროსი ამ ნაწილს იმიტომ, რომ შეზღუდული იქნება იმით, რა შეიძლება თქვას და რა არ შეიძლება თქვას”,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტს ანგარიშს დღეს წარუდგენს.