პოეტ ლალა ბეგლარაშვილის პირველი წიგნი გამოიცა

კვირას, 27 მარტს, კულტურულ-საგანმანათლებლო სახლ “კენოზისის” ორგანიზებით, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე “ათონის წმ.მთის სახელობის სახალხო დარბაზში” ახალგაზრდა პოეტის ლალა ბეგლარაშვილის წიგნის -= “ღიმილი ჩემი სამალავია” წარდგინება გაიმართა.
წელს ლალა ბეგლარაშვილს 28 წელი შეუსრულდებოდა. ეს პოეტის პირველი კრებულია, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ოჯახმა გამოსცა. წიგნში თავმოყრილია პოეტი გოგონას ლექსები, ჩანახატები, ნოველები.
„მკითხველისთვის პეშვში სიყვარული მაქვს შეგროვილი, ხელისგულები მინდა გაშალონ, რომ გავუნაწილო… ჩემი სიყვარული ულევია, მზესთან მოლაპარაკება მაქვს და, ვიცი, არ დამიყადაღებს. სიკეთე გზაა გადარჩენისთვის, განა ერთის და ორის… არა, ქვეყნის გადარჩენისთვის“, – წერს ის თავის ინტერვიუში, რომელიც ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩაიწერა. 12895438_1260217527340186_286696591_n
საღამო შინაარსობრივად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, წიგნის წარდგინებასთან ერთად პოეტის მეგობრებმა ახლობლები პოეტის სიცოცხლეში დაწყებულ კეთილ საქმეებზე ისაუბრეს.
ორგანიზაცია “მომავლის შანსი”, რომლის საქმიანობაშიც პოეტი საკუთარ სიცოცხლეში აქტიურად იყო ჩართული, დააწესა ლალა ბეგლარაშვილის სახელობის სტიპენდია. დაფინანსდება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ორი სრულწლოვანი, რომელთა სწავლის საფასურს ორგანიზაცია “მომავლის შანსი” უზრუნველყოფს.
ღონისძიების ორგანიზატორები: ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი და სოციოლოგი რუსუდან ჭელიძე. საღამოს უძღვებოდა ახალგაზრდა პოეტი გიორგი ბალახაშვილი.
მუსიკალურად აფორმებდა პოეტის ბავშვობის მეგობარი მარიკო ებრალიძე. ოჯახი ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებთან ერთად მადლობას უხდის საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ჟურნალისტებს. ორგანიზაცია ” მომავლის შანსის” დამფუძნებლებს – ლელა ემხვაიას და ზაქარია ჭელიძეს. წმ.სტეფანე აღმსარებლის სახელობის კულტურულ – საგანანათლებლო სახლს – „კენოზისი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები