„საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან“ – ფოტოგამოფენა გაიმართება

20 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩეხეთის საელჩო საქართველოში ჩეხი ფოტოგრაფის, კარელ ცუდლინის ფოტონამუშევრების გამოფენას -,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან” სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამართავს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიიდან საბჭოთა ჯარის გამოსვლას ასახავს – 1991 წლის 21 ივნისს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია საბჭოთა ჯარების ბოლო სარკინიგზო ტრანსპორტმა დატოვა. 30 ივნისს საბოლოოდ დასრულდა ქვეყნის 23-წლიანი ოკუპაცია.12900198_1260203400674932_1937753312_n (1)
კარელ ცუდლინი (დაიბადა 1960) დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის სარედაქციო და საგამომცემლო სახლებთან, ასწავლის პრაღის ხელოვნების აკადემიის ფილმოგრაფიისა და ტელევიზიის სკოლაში. ცნობილია მისი რამდენიმე მონოგრაფია. კარელ ცუდლინი 1997-2002 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო.
ფოტოგრაფს გამართული აქვს პერსონალური გამოფენები პრაღაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, აზერბაიჯანში, ისრაელში, ჰოლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ასევე, მონაწილეობდა 50-მდე ჯგუფურ გამოფენაში.
კარელ ცუდლინის ნამუშევრები დაცულია რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო კოლექციაში: სამხატვრო არქიტექტურა და დიზაინის აკადემია პრაღაში, მორავული გალერეა ბრნოში, ლუდვიგის მუზეუმი კიოლნში, ბერლინის კედლის მუზეუმი, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი ლონდონში, ელისეის მუზეუმი ლოზანაში.
ფოტოგრაფი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია Czech Press Photo-ს მიერ (რამდენიმე ინდივიდუალური კატეგორია, კომპანია Kodak-ის ჯილდო), მიღებული აქვს Revolver Revue და პრაღის მერის გრანტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები