თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იწყება

საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოურუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს.
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი.
თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია.
კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდის“ ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.
თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან: დიზაინერი დემნა გვასალია, VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. ასევე მყიდველები (ე.წ. Buyers): H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები