ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

ცესკომ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სარეფერენდუმო საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავაა.
ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ამავე პირებისგან შემდგარი სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული სხვა სარეფერენდუმო საკითხები.
ეს სარეფერენდუმო საკითხებია:
„თანახმა ხართ თუ არიან ქართული ჯარის ნაწილები მსახურობდნენ საზღვარგარეთ?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
„უნდა გამოცხადდეს თუ არა დასაქმება ქვეყანაში გადასაჭრელ უპირველეს პრობლემად?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
„თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგებოდეს 61 (სამოცდაერთი) წევრისგან?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
„უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს მის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გამოწვევის უფლება?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
,,გინდათ თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ (მიუმხრობელ) ქვეყნად?”. (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი);
„თანახმა ხართ თუ არა, პარლამენტი გადმოტანილ იქნას თბილისში?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, რევაზ ფახურიძე);
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სკოლებში ისწავლებოდეს საგანი “მე და საზოგადოება”? (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე);
„თანახმა ხართ თუ არა, პარტიებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა 5 წლით შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები