ნავთობი ისევ გაიაფდა

ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა სამშაბათს ლონდონის ბირჟაზე 39.98 დოლარი შეადგინა. WTI-ის ნავთობი კი 39.07 დოლარად იყიდება. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ნავთობზე ფასები მეოთხე დღეა მცირდება. ამის მიზეზია შეერთებული შტატების ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, სადაც საწვავის მარაგი კვლავ გაიზარდა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მომდევნო თვეებში ნავთობის ფასი 40 დოლარის ფარგლებში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები