როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. როგორც „კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დღის პირველ ნახევარში ზოგიერთ რაიონში ნალექი შენარჩუნდება, მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში – 19 გრადუსამდე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება, შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.