თსუ-ს თვითმმართველობა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეიდან შიმშილობას იწყებენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ლადო პაპავა უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურს წლების განმავლობაში მფარველობდა და ამიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა. ასევე თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლები მეორე კორპუსში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.