თეთრ სახლთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ქალი დაშავდა

თეთრ სახლთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ქალბატონი დაიჭრა.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, მოძალადე შენობაში ცდილობდა შეჭრას, რა დროსაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მისი შეკავება სცადა. მას შემდეგ რაც თავდამსხმელმა იარაღით სცადა დამუქრება, დაცვის თანამშრომლემა ადგილზევე მოახდინა მისი ლიკვიდირება. ვარაუდობენ, რომ გვერდით მდგომი ქალბატონიც სწორედ ამ დროს დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თავდამსხმელის დაკავების დროს პოლიციელი დაიჭრა, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა. კაპიტოლიუმი ამ წუთებშიც დაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის წარმოამდგენლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები