იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც იაშვილის კლინიკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერზე წერია, კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.
“იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.