„ნაციონალები“ ბიძაშვილების მონაწილეობით მიტინგებს ატარებენ, მაგრამ ქუჩაში მარტო ვერ გამოდიან”!

„ბარამიძის ვიცე-სპიკერობა ნამდვილად დიდი სირცხვილია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ მართლმსაჯულება მასთანაც მივა“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი კარლო კოპალიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც დეპუტატი გამოცემასთან აცხადებს, იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა კოჰაბიტაციას. მისი თქმით, „ნაციონალები“ უკვე დასჯილები არიან და ადამიანური სახე აქვთ დაკარგული. პარლამენტის წევრის ინფორმაციით, „ნაციონალებისთვის“ ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ საზოგადოების ზიზღი დაიმსახურეს.
„ნაციონალებმა“ ადამიანური სახე ისე დაკარგეს, რომ უკვე დასჯილები არიან! კაცი რომ რესტორანში ვერ შევა, ქორწილში ვერ დაჯდება და ქუჩაში ფეხით ვერ გაივლის, დასჯილი არ არის?! „ნაციონალებისათვის“ ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ ისინი ქართველ ერს ეზიზღება! „ნაციონალები“ თავიანთი ოჯახის წევრებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების მონაწილეობით „ძალიან მრავალრიცხოვან“ მიტინგებს ატარებენ, მაგრამ ქუჩაში მარტო ვერ გამოდიან! გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე, ვინც 9-წლიანი კრიმინალური რეჟიმი შექმნა, კანონის წინაშე პასუხს აგებს!“ – აცხადებს კარლო კოპალიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები