ინსპექტირებისა და რეკულტივაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ინსპექტირებისა და რეკულტივაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა.
ამერიკის სატყეო სამსახურის წიაღის სპეციალისტის ჯეფ გაბარდის ორ დღიანი ტრენინგი ინსპექტირებისა და რეკულტივაციის საკითხების განხილვასა და ჭიათურაში, ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საბადოზე ვიზიტს ითვალისწინებდა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტისა და მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის წარმომადგენლებმა.
აშშ-ს სატყეო სამსახურსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში წიაღის მიმართულებით 2014 წლიდან დღემდე აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.