CSR კლუბში მაუწყებლობის შესახებ კანონის გარშემო დისკუსია გაიმართება

29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკასა და საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას შეეხება. შეხვედრაში, კლუბის წევრებთან და მაუწყებლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და თანამშრომლებიც მიიღებენ.
დისკუსიაში „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
კლუბის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების ზოგადი ტენდენციების განხილვის შემდეგ, გაიმართება ღია დისკუსია, მაუწყებლების, ბიზნესორგანიზაციებისა და კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრა კლუბის სამომავლო საქმიანობების დაგეგმვის სესიით დასრულდება.
როგორც CSR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა ასეთია:
რეგისტრაციის პერიოდი 10:00 – 10:30; მისალმება და დღის წესრიგის პრეზენტაცია 10:30-10:40;
10:40 – 11:00; მაუწყებლის შესახებ კანონის არსებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა;
11:00 – 11:20 კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკა;
11:20 – 12:30 ღია დისკუსია ძირითად თემაზე;
12:30 – 13:00 მცირე შესვენება;
13:00 – 13:30 კლუბის მიმდინარე საკითხების პრეზენტაცია და განხილვა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები