ოთარ ყუშანაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა
რუსეთში მოღვაწე, ეთნიკურად ქართველ ჟურნალისტს ოთარ ყუშანაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო.
ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით ჟურნალისტის განცხადებები გახდა. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი ელენა სუტორინა ამბობს, რომ ის ოთარ ყუშანაშვილისთვის უკრაინაში შესვლის ნებართვის აღდგენის შუამდგომლობით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ელენა სუტორინა ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ყუშანაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო ნორმებს არღვევს.