გია ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” ინტენსიურად მუშაობს, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი

“ნაციონალური მოძრაობა”, ვფიქრობ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი, როდესაც თავად არ არიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჯოზეფ დაულის მიერ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავად “ენმ”-ს ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას ნაკლებად ხედავს.
“ვფიქრობ, ევროპარლამენტარები არ შეცვლიან თავიანთ პოზიციას, მაგრამ ერთიც არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესის სერიოზული ნაბიჯი, როდესაც თავად არ არიან ხელისუფლებაში. თავად მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას მე ნამდვილად ნაკლებად ვხედავ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები