ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მოკვლის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საელჩოს თანამშრომლებს და ამბობს, რომ გვერდში უდგას ებრაულ თემს აშშ-ში.
“ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის. ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, – აღნიშნავს ჰერცოგი.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.