ავსტრალიაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარმა წყალდიდობამ ორი ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქები გარე სამყაროს მოწყვიტა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
მედიის ცნობით, ათიათასობით მცხოვრები იზოლირებულია, ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი წვიმაა მოსალოდნელი.
ხელისუფლების ცნობით, ორი მამაკაცი და ერთი ქალი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ”
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ახლომდებარე ტარიში მენინგის მდინარემ წყალდიდობის 100-წლიან რეკორდს გადააჭარბა.