ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ახალ კამპანიას იწყებს

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ახალ კამპანიას იწყებს. 31 მარტს, 19:00 საათზე, დავით გომართელი და ანსამბლი ”შვიდკაცა” ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. „ემეგობრე მუზეუმს, ემეგობრე კულტურას“!
საქველმოქმედო საღამოზე მუზეუმი წარადგენს მუზეუმის მეგობრების ასოციაციას. ასოციაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მუზეუმისა და კულტურის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, დაეხმაროს მუზეუმს კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში, კონსერვაციასა და რესტავარაციაში, ახალი ექსპონატებისა და კოლექციების შეძენაში, თანამედროვე ინფრასტუქტურის შექმნაში და გამოფენების მოწყობაში. მუზეუმის მეგობრების ასოციაცია მიღებული ფორმაა მსოფლიოში, მისი მიზანია საზოგადოების მეტი ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. მუზეუმის მეგობრები ხდებიან სკოლები, უნივერსიტეტები, ოჯახები, ბიზნესის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, სტუდენტები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.
გახდი მუზეუმის მეგობარი! ისარგებლეთ განსაკუთრებული უფლებებით მუზეუმში!

12884623_1259119557449983_1569438640_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები