IBRD „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის” ფარგლებში საქართველოსთვის 80 მილიონ დოლარს გამოყოფს
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის” ფარგლებში მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, ასევე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს: ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.