ომბუდსმენმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაცია კამპანია დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – “წამმზომი ჩართულია” დაიწყო.
საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის გამეორების რისკი, – ამის შესახებ ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის გამეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს, მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი. აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს დღის, საათისა და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან, 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები