საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 6 აპრილს კახეთში იწყება. გახდი საქართველოში არსებული ხალხური მუსიკის, ქართული ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზეიმის მონაწილე.
ფესტივალი 2 ტურისგან შედგება და საკონცერტო განრიგი ასეთია:
6 აპრილი – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (კახეთი, ქვემო ქართლი);
12 აპრილი – ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულითეატრი (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი);
20-21 მაისი – ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. (იმერეთი, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთი, აჭარა – ბათუმი, ქობულეთი ხელვაჩაური);
24 მაისი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (თბილისის ანსამბლები);
30-31 მაისი – ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამეგრელო-ზემოსვანეთი, გურია, აჭარა – ხულო, შუახევი, ქედა).
ფინალი – 6 ივნისი – ზეპირსიტყვიერების ფინალი – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
27-28 ივნისი – ფესტივალის ფინალი – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები