ფილმი „ანას ცხოვრება“ პეკინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მიიწვიეს

რეჟისორ ნინო ბასილიას მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი „ანას ცხოვრება“ პეკინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მიიწვიეს. ინფორმაციას რეჟისორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
„ანას ცხოვრება” პეკინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მიიწვიეს კონკურსში!..
„დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენი ნამუშევარი „ანას ცხოვრება“ შერჩეულია პეკინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე, 17 საუკეთესო ფილმს შორის. რომლებიც იბრძოლებენ „საუკეთესო ფილმის“, „საუკეთესო რეჟისურისა“ და „საუკეთესო სცენარისტის“ ნომინაციების მოსაპოვებლად.“
პეკინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალი აპრილის ბოლოს გაიმართება. ფილმის „ანას ცხოვრება“ მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის ფესტივალზე შედგა. ფილმი ასევე წარდგენილი იყო ინგმარ ბერგმანის საკონკურსო ნომინაციაში. სოციალური დრამა ნინო ბასილიას მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები