ზურაბ აბაშიძემ მოსკოვის მერიის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქართული მედიისგან გაიგო

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ცხრა მაისთან დაკავშირებით, მოსკოვის მერიის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქართული მედიისგან გაიგო.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე “პირwელთან” საუბარში აცხადებს, რომ მან ქართული მედიისგან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის მერია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს ღონისძიებების გამრთვას.
“ვერაფერს ვერ გეტვყით იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის მერიამ, რადგან მოსკოვის მერიის საქმიანობის გამოკვლევა არანაირად არ შედის ჩვენს გეგმებში. არც ჩვენში განიხილება ამის შესაძლებლობა და არც საუბარი გვქონია არავისთან. ჩვენ წელსაც ისე ავღნიშნავთ ცხრა მაისს, როგორც ყოველთვის ავღნიშნავდით”,- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, ეს საკითხი არც საქართველოში განიხილება.
“ეს საკითხი არ განიხილება არც მერიაში, არც მთავრობაში, არც სხვა სახელისუფლებო შტოებში. მოსკოვის მერია რას გეგმავს, ამის გამოძიებას არ ვაპირებთ, ეს არ შედის ჩვენს გეგმებში”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც, საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს.
შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ორი კონფერენციის ჩატარება – “ფაშიზმისაგან მოლდოვის დაცვისა და გათავისუფლებისას საბჭოთა მეომრების მიერ გამოვლენილი თავდადება უკვდავია” და “მეორე მსოფლიო ომი და ბალტიის ქვეყნები 1939-1945 წლებში”; ასევე საზეიმო ცერემონიალის ჩატარება სახელწოდებით “ჩვენ დავიცავით მოსკოვი!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები