შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იაშვილის საავადმყოფოს ექიმის ნანი ყავლაშვილის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.
“დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით”, – განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 15 წლამდე ასაკისაა, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები