საგარეო უწყება თურქეთში მყოფ ქართველ მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 27 მარტს, კათოლიკური სამყაროს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლოა პროვოკაციებს ჰქონდეს ადილი. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ისინი მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
“როგორც ცნობილია, 27 მარტს, კათოლიკური სამყარო აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს; ამასთან დაკავშირებით, ვრცელდება თურქეთის პოლიციის რეკომენდაცია, რომ შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოერიდოს საზოგადოებრივ და რელიგიურ დაწესებულებებსა და ხალხმრავალ ადგილებს”, – ნათქვამია განცხადებაში.