მექსიკაში „ღორის გრიპით“ ერთ კვირაში 95 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში ერთ კვირაში H1N1-ის ვირუსით, ე.წ. ღორის გრიპით 95 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემილოგიის სამსახური ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამდენივე ადამიანი „ღორის გრიპით’ გასულ კვირას გარდაიცვალა. 2015 წლის ოქტომბრიდან კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 372 შეადგინა.
ამ პერიოდის განმავლობაში მექსიკაში გრიპის სხვადასხვა ვირუსით დაავადების 8 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სკოლების და სასწავლო დაწესებულებების დახურვას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები