„თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, ისინი უნდა გასამართლდნენ“

 ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ეს საგამოძიებო პროცესები, გენერალური მდივანი იყო ძალიან მკაფიო, თუნდაც შერჩევითი სამართლის აღქმის ან როდესაც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ნეგატიურ ასპექტზე საუბრობდა. ვფიქრობ, საქართველოში ეს გზავნილი ყველამ სერიოზულად უნდა აღიქვას”,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაიმ აქცენტი საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ახლოვდება, რის შემდეგაც შეფასების პერიოდი მოდის და შემდგომ წინ უკვე ივნისის შეხვედრაა.
“ნატოს გენერალური მდივანი არის ძალიან მკაფიო, ეს უთხრა ხელისუფლებას თბილისში ყოფნის დროს და აქაც, ბირუსელშიც. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ საქართველომ საკმარისად წაიწია წინ კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯისთვის ნატოსკენ გზაზე და ვფიქრობ, ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და თავიდან ავიცილოთ შერჩევითი სამართლის აღქმა. მართალია, საქართველოს მთავრობა ძალიან გამჭვირვალე იყო, ძალიან ბევრი იმუშავა და ხსნიდა, თუ რას აკეთებდა და ის შეშფოთება, რაც გვქონდა ჩვენ წარსულში, გათვალისწინებულია. თქვენ გესმოდათ ნაკლები კრიტიკა და ამ თემებზე ნაკლები შეშფოთება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი კარგად გვაჩვენონ”,- განაცხადა აპატურაიმ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, ისინი უნდა გასამართლდნენ.
“ეს ნორმალურია ყველა ქვეყანაში. გამჭვირვალობა არის ერთი, აღქმა – მეორე. გამჭვირვალობამ შეიძლება აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა ეფუძნება კანონს, კანონი მუშაობს. ჩემი საქმე არ არის, კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ პროცესებზე, მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, ვერც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ჩვენ გვყავდა, მაგალითად, მინისტრები, რომლებსაც წარსულში გარკვეული სიძნელეები ჰქონდათ არამიზნობრივად თანხების დახარჯვაზე და მსგავსი საკითხებიც ყოფილა. ყველა ქვეყანაში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს, ეს აბსოლუტური სიმართლეა”, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები