ბელგიის პოლიციამ მესამე ტერორისტი დააკავა, ის ჟურნალისტი აღმოჩნდა

ბელგიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე ტერორისტია. სწორედ ის იყო მამაკაცი ქუდით, რომელიც ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე იყო დაფიქსირებული.
ბელგიური გამოცემა Le Soir-ის ინფორმაციით, დაკავებული ფეისალ შეფუა. დაკავების შემდეგ მას ბრალი წაუყენეს ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის, მკველელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
ფეისალ შეფუს დაკავება ტაქსის მძღოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი. უსაფრთხოების კამერებით შეფუს მთელი მარშრუტი დაადგინეს მისი სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც ის ტაქსიში ჩაჯდა.
ფეისალ შეფუ დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც Journal du Musulman-ში მუშაობდა. კერძოდ ის მაროკოელ პატიმრებზე წერდა, რომლებსაც საპატიმრე ადგილებში რამადანის თვეში მუსულმანური წესებით საკვების მიღების უფლებას არ აძლევდნენ.
12900131_10205652052452229_10181898_n

12910069_10205652063172497_1738455016_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები