გარემოს ეროვნული სააგენტო დელფინების გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ. ამჟამად, განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები