დავით ნარმანია: ტიტას ჯიშის ხის გადატანისას გამოწვეული აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი
ციხისძირიდან შეკვეთილში ტიტას ჯიშის ხის გადატანისას გამოწვეული აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა
“თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია. შესაბამისმა საინჟინრო ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ეკოლოგიურად ყველა პირობაა დაცული, რომ ის მომავალშიც როგორც განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება. ის ყოველთვის კარგს აკეთებს. ესეც დამატებით კარგი საქმე იქნება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი ვიზიტორი ესტუმრება მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. შესაძლებელია კითხვები გარკვეულ პირებს ჰქონოდათ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი მათგანის მხრიდან აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული, მხოლოდ იმის გამო, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა”, – განაცხადა ნარმანიამ.