საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი, ზოგან კი იქროლებს და გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დასავლეთ-საქართველოშიც. მათი ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12-14 გრადუსამდე გათბება.
გარდა ამისა, მაღალმთაში ჰაერის ტემპერატურა 05 გრადუსი იქნება, დაბლობში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-19 გრადუსი.
დედაქალაქში კი არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია დღეგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექიც, შესაძლებელია გაძლიერდეს დასავლეთის მიმართულებით ქარი.
მოსალოდნელი ტემპერატურა იქნება 15-18 გრადუსი.