თამაზ მეჭიაური: ვიდრე ზოგიერთი ქსოვას სწავლობდა, მე „ეს“ მოლეული მქონდა (ვიდეო)
ვიდრე ზოგიერთი ქსოვას სწავლობდა, მე „ეს“ მოლეული მქონდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემაზე საუბრისას განაცხადა.
“ზოგიერთი ვიდრე ქსოვას სწავლობდა მე ეს მოლეული მქონდა და სხვათაშორის, არ მიტრაბახია არსად. ისე გამოდის, რომ თითქოს მე ვინმეს ვუკრძალავ, სექსი ჰქონდეს ან რაღაცა, მსგავსი არაფერი განმიცხადებია“, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.