სააპელაციო სასამართლოსთან “თავისუფალი ზონის” ორი წევრი დააკავეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან “თავისუფალი ზონის” ორი წევრი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიორგი მიქიაშვილი და ვაჟა მორგოშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის შესაბამისად აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მათი დაკავების მიზეზი კი დაპირისპირებაა, რომელშიც, ერთი მხრივ, “თავისუფალი ზონის” წევრები და კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულთა ახლობლები, ხოლო, მეორე მხრივ, ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ერთმანეთს “თავისუფალი ზონის” წევრები, კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულთა ახლობლები და ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულთა ახლობლებმა ვაზაგაშვილის ახლობლები და მეგობრები შეძახილებით: “მკვლელები და ბარიგების დამცველები” გააცილეს. დაპირისპირება მოხდა ასევე “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელსა და კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულთა ახლობლებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები