გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ “მაესტროში” მაკა ასათიანის წილის შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ტელეკომპანია “მაესტროს” 55% წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკვე შეიძინა “მაესტროში” მაკა ასათიანის წილი, უარყოფს.
როგორც გაჩეჩილაძემ 2030.news-თან საუბარში განმარტა, მაკა ასათიანის 25% წილის შეძენაზე მოლაპარაკებები ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან მიმდინარეობს.
“არაფერს არ ვადასტურებ ჯერ. იმიტომ რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის. ჯერ არის მოლაპარაკების პროცესი და ყველაფერს გაიგებთ, როცა დრო მოვა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.